8 წელი ბევრია!

8 წელი ბევრია!

2006 წელს, თბილისში, შანიძის 13 ნომერში – სადაც თვეში ერთხელ დასასტამბად მზადდებოდა რეგიონში ყველაზე კარგად დაფინანსებული ერთადერთი ანდერგრაუნდ ჟურნალი „ანაბეჭდი“, სწორედ იქ დაიგეგმა ყოველთვიური, ქართულ-ინგლისური ჟურნალის – „ფოკუსის“ გამოცემის იდეა. მას შემდეგ, ზემოთ ხსენებული მისამართიც შეიცვალა და ზოგადად, დიდი დრო გავიდა.
ჟურნალმა სხვადასხვა ეტაპზე მოიცვა თითქმის ყველა თემა და ქვეყნების უმეტესობა. საინტერესო ავტორებისა და ფოტოგრაფების მონაწილეობით, არქივში სამოცდაათამდე ნომერი დაგროვდა.
„ფოკუსმა“ გაუძლო მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, 2008 წლის ომს… „ფოკუსმა“ ერთ-ერთ ეტაპზე წიგნის ფუნქციაც შეითავსა.
8 წელი ბევრია!
ჰოდა:
უნდა იგრძნო, მიხვდე და შეგეძლოს ადგილის დათმობა. ცხოვრება და გამოცდილება სხვა თამაშში გიწვევს და ეს წუთი უნდა დაიჭირო! არ უნდა დაგენანოს ის, რაც დაარქივდა და უკვე ისტორიაა.
ამიტომაც, 8 წლის თავზე, ჟურნალ „ფოკუსის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობას ვტოვებ.
ვრჩები მის ავტორად და ვეცდები, ვწერო.
წერისთვის ბევრი დრო და პატარა სივრცეა საჭირო.
ჩემთვის წერაა მთავარი.

კომენტარები

კომენტარი