Author Archives: ciko inauri

კანის 68-ე კინოფესტივალის ქრონიკა

კანის 68-ე კინოფესტივალის ქრონიკა

2015 წლის საკონკურსო პროგრამა კანის ფესტივალის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სუსტი, 68 წლის მანძილზე. ამის შესახებ კრიტიკოსები რეცენზიებში, ადამიანები კინოდარბაზებთან, „კილომეტრიან“ რიგებში, პრესის ოთახში საუბრობენ. ერთ-ერთი ფილმის დასრულების შემდეგ, ტიტრების მსვლელობისას, იტალიელმა ჟურნალისტმა მთელი მონოლოგი უძღვნა ჩავარდნილ ფესტივალს. დარბაზში მსხდომნი იცინოდნენ. წელს ფესტივალს აკლდა „ხულიგნების“ ის ჯგუფი, რომლებიც ყოველ წელს აქ არიან, ყველა ფილმის … Continued

მწვანე სვეტი

მწვანე სვეტი

„მწვანე მოგონებაზე“ გამახსენდა მამაჩემის დარგული ხეები სოფელში, ჩვენს ეზოში; როგორ ამყნობდა ბაბუა სხვადასხვა ჯიშის ვაშლსა და მსხალს ერთ ხეზე და მერე ნაჭრებით როგორ ფუთავდა, რომ ყლორტები ზამთარში არ მოყინულიყო; მახსენდება ფეხით გადავლილი დათვიჯვრის უღელტეხილი და 25 კილომეტრის გავლის შემდეგ, უკაცრიელი, ხახაბოს ყვავილებით მოფენილი მინდორი; კატიწვერას გზაზე ნანახი ალპური შავი ტიტები და კვავლოს მთაზე ნაპოვნი მინდვრის … Continued

DRESSUP GROUP – JEANS GALLERY GROUP-ის რებრენდინგი და სამი ახალი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე

DRESSUP GROUP – JEANS GALLERY GROUP-ის რებრენდინგი და სამი ახალი მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე

თბილისში, 28 მაისს, 20:00 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ოფიციალურად გაიხსნა „ჯინს გალერი ჯგუფში“ შემავალი სამი ახალი ბრენდული მაღაზია. გახსნის ცერემონიალზე ასევე მოხდა ჯგუფის ახალი სახელისა („დრესაპ ჯგუფი“) და ლოგოს პრეზენტაცია. „დრესაპ ჯგუფი“- ამიერიდან სწორედ ამ სახელის ირგვლივ იქნება გაერთიანებული მაღაზიები: FACTORY, JEANS GALLERY, LEVIS, LEE & WRANGLER და MAVI. FACTORY, LEVIS, LEE & WRANGLER – ეს … Continued

არა – პოლიეთილენის პარკებს!

არა – პოლიეთილენის პარკებს!

ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც არასოდეს ვფიქრობდი დედამიწაზე, არ მაწუხებდა გამონაბოლქვი, პოლიეთილენის პარკები და ჩაცემენტებული ხეები, მახსოვს ერთი ფრაზა: „ყველა ოთახში შუქს ნუ ტოვებთ, დედამიწას აკლდება“. ალბათ ეს ფრაზა იყო პირველი, დედამიწის გაფრთხილებაზე ფიქრი რომ დამაწყებინა. ამ ფრაზის ავტორი კი დეიდაჩემია, რომელიც წვეთით ზედმეტ წყალსაც კი არ ხარჯავს ჭურჭლის რეცხვის დროს. სწორედ მისგან გავიგე პირველად, რომ … Continued

Tbilisi Open Air 2015

Tbilisi Open Air 2015

თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air უკვე 6 წელია არსებობს და ყოველ მომდევნო წელს მისი მასშტაბი უფრო იზრდება. წლევანდელმა ღონისძიებამ, რომელიც 3-7 ივლისს ჩატარდება, ქართველ მელომანთა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან ამ ხუთდღიანი ფესტივალის ჰედლაინერებს შორის, ისეთი საქვეყნოდ ცნობილი შემსრულებლები დაანონსდა, როგორებიცაა Placebo და Archive. თუმცა ამ ჯგუფების გარდა, ფესტივალის სცენაზე სხვა უამრავ სახელოვან მუსიკოსს ვიხილავთ, … Continued

უცხოელების დესანტი ქართულ თეატრში

უცხოელების დესანტი ქართულ თეატრში

ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში, ტრადიციულად, არა მხოლოდ უცხოელი დრამატურგების (თანამედროვე თუ კლასიკოსი) პიესები იდგმება, არამედ მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან ჩამოსული რეჟისორები თანამედროვე თუ კლასიკოსი ავტორების ნაწარმოებებს საკმაოდ აქტიურად და ინტენსიურად დგამენ. საერთაშორისო პროექტებსა თუ კოპროდუქციების განხორციელების პროცესში არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების თეატრებიც არიან ჩაბმული. ზოგჯერ ეს არის სპექტაკლები კლასიკური (აკადემიური) გაგებით და ზოგჯერ – აქცია-პერფორმანსები, … Continued

ეკოლიტერატურა

ეკოლიტერატურა

შეიძლება ერთი შეხედვით ასეც ჩანს, რომ ეკოლიტერატურა არ არსებობს. არსებობს ლიტერატურა უმბერტო ეკოთი. ითქვას სიმართლე: თუ რომელიღაც სპეციფიკურ წიგნებს არ დავძებნით, მეორე შეხედვითაც ძნელია ამ საქმის გახსნა. აი, მესამე შეხედვით კი, მიხვდებით იმას, რაც სასკოლო სახელმძღვანელოების გავლენით, პირველსავე შეხედვაზე უნდა გეგრძნოთ – ვაჟა-ფშაველა! თუმცა, მესმის თქვენი. „ვაჟა ბუნების მგოსანია“ და მსგავს შაბლონურ გამოთქმებს გაურბიხართ. და … Continued

საქართველო-ჩინეთის ხანგრძლივი მეგობრობის შეჯამება

საქართველო-ჩინეთის ხანგრძლივი მეგობრობის შეჯამება

ჩინეთსა და საქართველოს მეგობრობის დიდი ისტორია აქვთ. ეს მეგობრობა აბრეშუმის გზიდან დაიწყო, სტაბილურ თანამშრომლობაში გადაიზარდა და შედეგად, ბევრი წარმატებული პროექტი მოიტანა. მაგალითად, ჩინური ფაიფური, რომელიც უფლისციხის გათხრების დროს აღმოაჩინეს; ჩინური ჩაის ნაკეთობები, რომლებმაც ბინა ბათუმში 1893 წელს დაიდო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და 1992 წლის 9 … Continued

თინათინ გურჩიანის "სატრფიალო, პასტორალი" ნიონის ფესტივალზე

თინათინ გურჩიანის "სატრფიალო, პასტორალი" ნიონის ფესტივალზე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში (სადაც 1969 წლიდან, ყოველ წელს იმართება საავტორო დოკუმენტური კინოს ფესტივალი), ასევე ყოველწლიურ პროგრამაში „ფოკუსი“ (რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის კინემატოგრაფს ეძღვნება) ფოკუსი ქართულ დოკუმენტურ კინოზე გამახვილდა. წარმომადგენლობით ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ: ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, პერსონალური მიწვევით – პროდიუსერი ანა ძიაპშიპა, რეჟისორი არჩილ ხეთაგური და ფესტივალზე წარდგენილი ფილმებისა თუ პროექტების რეჟისორები და … Continued

BODY CARE თქვენს სილამაზეზე ზრუნავს

BODY CARE თქვენს სილამაზეზე ზრუნავს

ჯერაც არ დამდგარა ის ორშაბათი, როცა ვიწყებთ სირბილს, ვარჯიშს, კუნთების გამკვრივებას? სამაგიეროდ, დადგა გაზაფხული. ვარჯიში კარგია, მაგრამ ღრმა ცელულიტს ის ვერ აქრობს, რომელიც გამკვრივებულ კუნთებზე უფრო მკვეთრად ჩანს. ასევე, ვარჯიში ვერ ასწორებს „გალიფეებს“ და ვერ „ძერწავს“ წელს. ვენური უკმარისობის დროს კი (რაც ცხელი კლიმატისთვის დამახასიათებელი პათოლოგიაა), ვარჯიშთან ერთად, აუცილებელია დრენაჟის აღდგენა (აპარატული ან ხელის მასაჟით). … Continued