ბოსტონის მოკლე და დიდი საქმე

ბოსტონის მოკლე და დიდი საქმე

Boston Strong–კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბოსტონში–ღიმილით მეუბნება პოლიციელი და სადგურიდან ქალაქში გასასვლელს მაჩვენებს.ბოსტონს მძიმე დღეები უდგას–პოსტ-ტერაქტული.ხალხი თითქოს დათრგუნულია, მაგრამ არნახულად ერთიანი და საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად იმეორებს–ბოსტონი ძლიერია! ყველგან ეს აწერია–კაფეებს, ოფისებს, ავტობუსებს, სახლებს.შენც თითქოს ბუნებრივად ეწერები ამ ამბავში და ჩურჩულებ–
Boston Strong.

ბოსტონის საქმე იცით–ერთ-ერთი უძველესი ქალაქია იმ კონტინენეტზე.და, ალბათ, ყველაზე უცნაური და ლამაზი.ერთდროულად ამერიკულიცაა და ევროპულიც.არქტიტექტურული ანსამბლიც ასე მონაცვლეობს, თუმცა ხელოვნურობის ნატამალსაც ვერ იპოვი–ეს ისაა, რაც იქ კაცს გიზიდავს–თავისუფლება, როგორც მოცემულობა, ბუნებრიობა, როგორც ფაქტი.დადიხარ და გიხარია–ამ ქალაქის მშენებლობაში ქართველი კაცის ხელიც ურევია და მერე როგორ–სავაჭრო ცენტრები, უმთავრესი ხიდები, ბანკები ოთარ ზალდასტანიშვილის დაპროექტებულია.ქართველის, რომლის შესახებაც ჩვენ სამარცხვინოდ ცოტა ვიცით, იქ კი დიდ ოთარად იხსენიებენ.ქალბატონი რუსიკო გორგილაძის დახმარებით, მისი სრულიად უნიკალური არქივი მოგვაქვს–წიგნები, ხელნაწერები, მიმოწერა, ჟურნალ-გაზეთები.მოკლედ დიდი საქმეა.ქალბატონი რუსიკო ჩემი გიდიცაა–ის მაჩვენებს ქალაქის მაჯისცემას, სად წყნარდება და სად იმატებს პულსი.საქალაქო მხიარულებებს სად ენაცვლება ურბანული სევდა–უფრო კუშტი და უსასრულო ქუჩები, თანამდევი დეპრესიით.მოკლედ, საინტერესო დღეებია _ ამ სიტყვის რა გინდა რა გაგებით.ვხვდებით ქალბატონ ლიზი ზალდასტანს–მე, ლევან თაქთაქიშვილი და ქალბატონი რუსიკო.ის საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიყვება–ნამდვილი ამერიკული ოცნებაა ქართული მასალით–ადამიანები, რომელთაც, უბრალოდ, ემიგრანტის სტატუსიდან ჰარვარდისპროფესორობამდე მიაღწიეს.ჰო, ჰარვარდი ცალკე თემაა ბოსტონში.საუნივერსიტეტო მექა. მსოფლიო სტუდენტობით და მომწამვლელი აურით.ასე გგონია, რომ სტუდენტობა გამოტოვე, თუ იქ არ გისწავლია.

ჰოდა, ქალბატონი ლიზი საქართველოზეც საუბრობს, უნდა რაღაცით დაეხმაროს აქაურობას.ჩვენ გვეკითხება. ვეუბნებით, უკვე საკმარისად დაგვეხმარეთ–ეს ფასდაუდებელი საქმეა.უხერხულად იღიმის.

მეორე დღეს უკან ვბრუნდები.მანამდე ვაშინგტონში გახლდით–კონგრესის ბიბლიოთეკაში.იქ არაერთ შეთანხმებას მივაღწიეთ, თუმცა ეს ცალკე თემაა–სხვა ამბავი.ჰოდა, ბოსტონიდან შინ, თბილისისკენ ვბრუნდები–ჩემი თანამშრომლები კი – ნიუ-იორკისკენ, დიასამიძეების არქივის ჩამოსატანად.ამ არქივის ფოტოებმაც მოგვისწრო“ფოკუსისთვის”.ჩვენს ჟურნალში ახლა ორი ექსკლუზივია–ზალდასტანიშვილების და დიასამიძეების ათწლეულების მანძილზე ყუთში ჩაკეტილი და ახლა გამომზეურებული.

კომენტარები

კომენტარი