ბაჩო კვირტია

გაიცანით – ქართული „ენის სამზარეულო“

გაიცანით – ქართული „ენის სამზარეულო“

„ქართული ენის გზამკვლევის“ მორიგი თემა, უფრო სწორად – მორიგი დანიშნულების ადგილი ქართული ბეჭდური და ელექტრონული მედიაა, სადაც ყველაზე უხვად, და ყველაზე უცნაურ, გამაოგნებელ, მეტსაც გეტყვით – ენით უთქმელ, მაგრამ ვაგლახ, და ნათქვამ თუ დაწერილ „მარგალიტებს“ მოისმენთ და ამოიკითხავთ. ქართული ელექტრონული და ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი სწორედ იმ ენობრივი ხრწნისა და გადაგვარების ეპიცენტრია, სადაც მშობლიურ ენას … Continued

ამოიდგი (დედა)ენა!

ამოიდგი (დედა)ენა!

გამართული ქართულით მეტყველება, წერა, კითხვა, კამათი, აზროვნება და თქვენ წარმოიდგინეთ – სიყვარულის ახსნაც კი (თუკი ამას დღეს საერთოდ ვინმე აკეთებს), უკვე დიდი იშვიათობაა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენა ამჟამად მუტაციის პროცესშია მეტწილად ინგლისურ და რუსულ ენებთან, სლენგთან და ჟარგონთან, ასევე ინტერნეტსივრცეში დაბადებულ გაუგებარ გამონათქვამებთან, რომელიც მხოლოდ იმ თაობას ესმის, რომელიც თხემით ტერფამდეა დასნებოვნებული სოციალური ქსელების, … Continued

23:55

23:55

მე მგონია, მე ასე ვფიქრობ, რომ ახალი წლის დღესასწაული, ეს მოვლენა, თითოეული ადამიანისათვის ერთდროულად ამაღელვებელი, სასიხარულო და სევდიანიცაა – ვისთვის თვალხილულად და ვისთვის გაუცნობიერებლად. მაგრამ სამივე ემოციას ადამიანი უსათუოდ განიცდის. მუდამ ვფიქრობ, და ვერაფრით ვპოულობ სულ მცირე, უსუსურ პასუხსაც კი – რა არის დრო, სიცოცხლე, ცხოვრება, ჩვენი მოძრაობა, ქმედებები, მიზნები, ემოციები. მაგრამ ეს ღრმად ფილოსოფიური … Continued

Coenum et circenses

Coenum et circenses

ნაგავზე, დანაგვიანებაზე, ნაგვად ქცევაზე საუბრისას, როცა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ფიქრობ, კონტექსტი იმდენად ფართოვდება, რომ ლამისაა ყველა საგანი და მოვლენა მოიცვას. ამიტომ გიჩნდება სურვილი, რომ დასრულებლად ისაუბრო იმაზე, რა საგანგაშოა დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილის კულტურული დონე ყველა მიმართულებით, როგორი ნელი ტემპით ვითარდება საზოგადოების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ნაგავს, დანაგვიანებას, … Continued

ქართველი მოზარდის ამბავი

ქართველი მოზარდის ამბავი

საქართველოში მოზარდი ასაკის ადამიანების, ე.წ. „თინეიჯერების“ ცხოვრება ერთ-ერთი ძალზე საინტერესო სასაუბრო და განსახილველი თემაა, რომელსაც მინიმალურ ყურადღებას უთმობს საზოგადოება, მასმედია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაც კი. როგორც წესი, ძალიან მცირე საეთერო დროა გამოყოფილი ამ ასაკის ადამიანების პრობლემებზე სასაუბროდ ტელე და რადიოსივრცეში, მათი სულიერი, ფიზიკური და მორალური მდგომარეობის შესახებ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ეპოქაში, ჩვენს სინამდვილეში. ცალკე … Continued

ორი სიტყვა ერთ ამბავზე

ორი სიტყვა ერთ ამბავზე

ბავშვებს, ბავშვობას, ბავშვურობას, საოცრად დიდი ადგილი უჭირავს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. იმაზე გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენ გვგონია და წარმოგვიდგენია. ბავშვობაზე დგას ყველა სრულფასოვანი მოზრდილი ადამიანის შეგნებული ცხოვრება, ბავშვობის მოგონებაა ყველაზე მძაფრი, ნათელი, და დასამახსოვრებელი – სიცოცხლის ბოლომდე. მოკლედ თუ ვიტყვი, ბავშვობა დიდი იდუმალებაა ადამიანის ცხოვრებაში – ამოუცნობი ფენომენია, რომელიც სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს ჩვენს სულიერ … Continued

(ჩემი დედა)ქალაქი

(ჩემი დედა)ქალაქი

ქალაქი ძალიან ვრცელი და საინტერესო თემაა. ქალაქთან დაკავშირებით, ისტორიულ და ფილოსოფიურ წიაღსვლებს რომ შევეშვათ და იგი მხოლოდ თანამედროვე ჭრილში განვიხილოთ, აქაც უამრავი სათქმელი და სამსჯელო იქნება. თუნდაც ის, რომ გლობალურად, და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც სოფლიდან, პროვინციებიდან ქალაქებში ხალხის მიგრაციამ ძალზე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. მიზეზი ერთადერთია – მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საარსებო წყაროს … Continued

(ასახდენი) ზღაპარი… საახალწლოდ

(ასახდენი) ზღაპარი… საახალწლოდ

საქართველო… ოცდამეერთე საუკუნე… ორიათასრომელიღაცა წელი… დეკემბრის ბოლო დღეები… ქვეყანა, ხალხი, სახაალწლოდ ემზადება… ამიტომ ირგვლივ, ყველგან – სოფელსა და ქალაქში წინასაახალწლო სამზადისია. ქვეყანაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრული რენესანსის ეპოქაა. საქართველო ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრია, აქვს მკაცრად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, საგარეო კურსი და ეკონომიკური პოლიტიკა, საკუთარი, მყარი პრინციპები და მისწრაფება, რომელსაც ირგვლივ, ახლო თუ შორეული … Continued

აქაურობა

აქაურობა

ბაჩო კვირტია აქაურობა სიცოცხლეზე მე რა უნდა ვთქვა იმდენი და ისეთი, რასაც სიცოცხლე თავად ამბობს საკუთარ თავზე. დანამდვილებით ისიც არ ვიცი, რას ამბობს საკუთარ თავზე სიცოცხლე. ან საერთოდ, ამბობს თუ არა რამეს. ვინ ვარ მე? ან შენ? ან სხვა? ამ უზარმაზარი, ამოუხსნელი, იდუმალი მოვლენის წინაშე, რასაც სიცოცხლე ჰქვია. არავინ, არაფერი, ხომ? ქვიშის მარცვალი უდაბნოში. წვეთი … Continued

ქართული სოფლის სევდა

ქართული სოფლის სევდა

ქართული სოფელი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, ღრმა, საინტერესო თემაა; ფენომენია, რომელიც ბოლო ხანს, შეგნებულად თუ შეუგნებლად (მე მგონია, რომ მაინც შეგნებულად), გაუფასურდა, გაბითურდა და დაბეჩავდა. დაბრალდა ათასი სიმახინჯე და უგვანობა, რაც პატივცემული ქალაქური “ელიტისთვის” და “შეუდარებელი ბომონდისთვის” ყოვლად მიუღებელი ყოფილა. მაგალითად, ყბადაღებული რბილი “ლ”, ახალი თაობის მწვავე განუვითარებლობისა და ინტელექტის დეფიციტის წყარო და სხვა თანამედროვე … Continued