გაგა ლომიძე

ორი წიგნის რეცენზია

ორი წიგნის რეცენზია

მიშელ უელბეკი – „კუნძულის შესაძლებლობა“ თარგმანი: მერაბ ფიფია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015 მიშელ უელბეკის რომანს „კუნძულის შესაძლებლობა“ რამდენიმე მთხრობელი ჰყავს – დანიელი და მისი ორი კლონირებული ვერსია, რომლებიც საუკუნეების შემდეგ ცხოვრობენ. დღევანდელობაში მცხოვრები დანიელი კომიკოსია, რომელიც თანამედროვე პრობლემების შესახებ კომედიურ პერფორმანსებს მართავს და ამით საკმაოდ დიდ შემოსავალს შოულობს – როდესაც, ვთქვათ, მუსლიმების თემაზე საუბრობს. ამ … Continued

ორი წიგნის რეცენზია

ორი წიგნის რეცენზია

მალალა იუსაფზაი – „მე ვარ მალალა“ (ქრისტინა ლემთან ერთად), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2015 მთარგმნელები: ლიკა ჩაფიძე, ნიკა სამუშია დღევანდელ სამყაროს თუ გადავხედავთ, თავისი მრავალფეროვანი, „კრეატიული“ ძალადობრივი სისტემებით ან რეპრესიული აპარატით, ძალიან ძნელი იქნება იმის თქმა, რომ კაცობრიობა ინკვიზიციის ხანიდან ბევრად შორს წავიდა. ინკვიზიციის ხანაც პირობითად ვახსენეთ, თორემ ძალადობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, რომლის ჩარჩოებში მოქცევა მხოლოდ … Continued

ორი წიგნის რეცენზია

ორი წიგნის რეცენზია

ვირჯინია ვულფი – „გზა შუქურისკენ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014) მთარგმნელი: ლელა დუმბაძე ვირჯინია ვულფის რომანებში ისეთი სიმძაფრითაა აღწერილი ადამიანებს შორის ურთიერთობების დეტალები, ცალკეულ ადამიანთა შეგრძნებები, რომ მათზე ფიქრი მკითხველს კიდევ დიდხანს მიყვება. „გზა შუქურისკენ“ – ამ მხრივ მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია. ნაწარმოებში წარმოდგენილი პერსონაჟები – მისიზ და მისტერ რემზები თვით ვირჯინია ვულფის მშობლებთან … Continued

Haya, Glasgow – Ciao, Milano!

Haya, Glasgow – Ciao, Milano!

გლაზგოში ედინბურგიდან ჩავედით. მატარებელი ჯერ კიდევ სადგურს უახლოვდებოდა, როდესაც კედელზე დიდი, ფერადი გრაფიტი შემოგვეგება: People make Glasgow. ეს წარწერა მოგვიანებითაც არაერთხელ შეგვხვდა. როგორც შემდეგ დავადგინეთ, თურმე გლაზგოელების და 42 ქვეყნიდან ამ ქალაქის მოყვარულების გამოკითხვა ჩაუტარებიათ, თემაზე – რით გამოირჩევა გლაზგო. უდიდესმა უმრავლესობამ გლაზგოს ღირსშესანიშნაობად მისი მცხოვრებლები დაასახელა. ამაში მართლაც ადვილად დარწმუნდებით, თუკი გლაზგოს ლანარკშირში, ქლაიდის … Continued

ლიტერატურა და მაკულატურა

ლიტერატურა და მაკულატურა

საბჭოთა სკოლაში მოსწავლეებს ყოველწლიურად გვაბარებინებდნენ მაკულატურას. მახსოვს, მთელ უსარგებლო გაზეთებს და ჟურნალებს, რომლებიც იმ დროს /დეზ/ინფორმაციის თითქმის ერთადერთი წყარო იყო – კომუნისტდროშაპრავდებს ერთად ვუყრიდი თავს და ზემოდან რატომღაც ყოველთვის რომელიმე ლამაზგამოსახულებიან კინოჟურნალის გარეკანს ვადებდი ხოლმე – ალბათ „ლამაზად“ რომ გამოჩენილიყო ჩემი შეკვრა – გარეთ ატლასი, შიგნით – ათასი… ნაგავი 🙂 რა არის ლიტერატურული თრეში, ე.წ. … Continued

მაროკო: ინტერზონიდან ატლასის მთებამდე

მაროკო: ინტერზონიდან ატლასის მთებამდე

მახსოვს, სანამ მაროკოში წავიდოდით, მოგზაურმა მეგობარმა გვითხრა, მაროკო არცერთ იმ ქვეყანას არ გავს, სადაც აქამდე ყოფილხართო. მართალი აღმოჩნდა. მაროკო ზღაპარში და ამავე დროს, უკან, ისტორიულ წარსულში მოგზაურობას გავს. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ესპანეთის პატარა ქალაქ ალგესირასიდან გადავედით ბორნით. იქამდე დაახლოებით 2 საათის გზაა, რომლის შემდეგაც მაროკოს ფორთოხლისფერი სანაპიროს, კერძოდ ტანჟერის ხედი გადაიშლება, რომელიც თავის დროზე … Continued