გიორგი კეკელიძე

ეკოლიტერატურა

ეკოლიტერატურა

შეიძლება ერთი შეხედვით ასეც ჩანს, რომ ეკოლიტერატურა არ არსებობს. არსებობს ლიტერატურა უმბერტო ეკოთი. ითქვას სიმართლე: თუ რომელიღაც სპეციფიკურ წიგნებს არ დავძებნით, მეორე შეხედვითაც ძნელია ამ საქმის გახსნა. აი, მესამე შეხედვით კი, მიხვდებით იმას, რაც სასკოლო სახელმძღვანელოების გავლენით, პირველსავე შეხედვაზე უნდა გეგრძნოთ – ვაჟა-ფშაველა! თუმცა, მესმის თქვენი. „ვაჟა ბუნების მგოსანია“ და მსგავს შაბლონურ გამოთქმებს გაურბიხართ. და … Continued

ახალი ბრძოლა

ახალი ბრძოლა

იცით, როგორ იყო? ძალიან უცნაურად. რაღაც რუსული სიმღერა, გაუგებარი ტექსტით და მისამღერით: „აზია-ევრაზია, ჩტო ზა ბეზაბრაზია…“ აზია ასე ჩამრჩა, უცნაურად, აცდენილი კონტექსტით. და კიდევ სახელმძღვანელოები. გარდამავალ სახელმძღვანელოებში, საბჭოთა წიგნებში, სადაც საბჭოთა ამბები გადახაზული იყო, აზიას ორი სახით წააწყდებოდი – სოციალისტურს და კაპიტალისტურს. თქვენთვის ცხადია, რომ სოციალისტური ყვაოდა და კაპიტალისტური გულისხმობდა ვიწრო ქუჩებზე გამოფენილ ჭუჭყიან სარეცხს … Continued

სხვა ფემინიზმი

სხვა ფემინიზმი

ბებიაჩემი მნიშვნელოვანი ქალი იყო. ჩემზე მეტად ჯიუტი და იდეალისტი. უკვე ძალიან მოხუცი, ავიდა სოფელ სურებში და ქალთა საბჭო დააარსა, განათლებისა და მსგავსი ამბებისთვის რომ მიეხედა. ჩემზე უფრო ჯიუტი და იდეალისტი. დონკიხოტობა ეგ არის, თუ არის; იცოდა, რომ შეიძლებოდა განწირული ყოფილიყო ეს საქმე, მაგრამ მაინც ავიდა. დიდი იდეები ჰქონდა, მაგრამ არასოდეს ეთაკილებოდა წვრილმანი საქმეების კეთება. გერმანულსა … Continued

სხვა ახალი წელი

სხვა ახალი წელი

თორმეტს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდება, იმას ველოდები. რა გაძლებს კიდევ ერთ საათს? შუქი მოვა. ცენტრალური. ეს ოთხმოცდაათიანების კანონიკური სასწაული. სხვა მხრივ – ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის მცირევოლტიანი „დესპანი“ „შემომივლიდა“ ხოლმე. იმდენად სუსტი, რომ ნათურა გადამწიფებულ კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე მანათობელს. ეს იქით იყოს, და იმ წელს DENDY-ს კომპიუტერი მაჩუქეს. ვის აინტერესებს შენი საგანგებოდ დაკლული ინდაური და გოზინაყი. … Continued

წიგნის ნაგვად მქცეველთა სია

წიგნის ნაგვად მქცეველთა სია

ხოლო წიგნის ნაგვად ქცევა შეუძლია – მკითხველს, რომლისთვისაც ის თავის დროზე თაროზე შემოსადები რამ ნივთი ან დროებითი საჭიროება (ე.წ. სკოლის მოძველებული წიგნები, საბუღალტრო დავთრების კრებული) ან მართლა უვარგისი საგანი (შინ შემთხვევით ნანახი უფის კოლმეურნეობის სხდომების ასლები, მანდარინის უხვ მოსავალზე დაწერილი ლექსების კრებული და ა.შ.) იყო. ხან, გამოგიტყდებით და უკიდურესი საჭიროების გამოც ხდება ეს ამბავი – … Continued

დავუთმოთ გზა გადასასვლელზე ბავშვებს

დავუთმოთ გზა გადასასვლელზე ბავშვებს

,,–ტომ! –პასუხი არ არის.’’ ეს არის ყველაზე დიდი პასუხი. პასუხი, რომელიც ბავშვობიდან გვესმის და ყველაფერს გვახსენებს. მე არ ვიცი, რა შეიძლება იმ უცნაურ დროს, სიურეალისტურ ოთხმოცდაათიანებში მომხდარიყო ამაზე მნიშვნელოვანი. აუცილებელიც კი. წიგნთან მისვლა, თვალის დახუჭვა, უფრო სწორედ ფართოდ გახელა და უცებ სულ სამყაროში იყავი – გემზე კაპიტან გრანტის შვილებთან, ტყეში ოცეოლასთან, კაპიტან ნემოსთან წყალქვეშ, მაუგლისთან … Continued

ქალაქობანა

ქალაქობანა

,,დავით სთქვი იყავნ ქალაქნი და აღმოცენდნენ ქალაქნი’’ ასეც იყო: ქალაქი ადრე ბევრი ელექტრონათურა მეგონა, ერთად თავმოყრილი. კიდევ ჩემი დეიდაშვილების ბინა, სადაც ზაფხულობით ჩავყავდი დედაჩემს. ჩემ ცხოვრებაში პირიქით ხდებოდა – სხვები თუ სოფლად ჩამოდოიდნენ დასასვენებელად, მე პირიქით – ქალაქში მივდიოდი. მთელი ერთ თვით. იქ კინო იყო. სხავდასახვანაირი ნაყინიც. და ბევრი მანქანა. აი ზემოთ ნახსებიც ელ–ენერგიაც – … Continued

ზღაპრული მოზღაპრე ქვეყანა

ზღაპრული მოზღაპრე ქვეყანა

ალბათ არ არსებობს ამაზე უფრო დიდი დასაწყისი მსოფლიო წიგნთა შორის; ამაზე უფრო ყოვლისმომცველი და იმავდროულად – ყოვლისგამბიაბრუებელი – ,,იყო და არა იყო არა’’. მთელი სამყაროს ფილოსოფოსები და თეოლოგები რომ შეიკრიბონ, წუთისოფლის არსს ასე მოკლედ ვერ აღწერენ; რადგან ეს უკვე ითქვა. იქ, სადაც ქართული ზღაპარი იწყება. თვითონ ზღაპარი უცნაურ დროს იკითხება ხოლმე – ძილის წინ. თითქოს … Continued

არ წაიკითხოთ წიგნები

არ წაიკითხოთ წიგნები

შემოდგომის სცენის გამნათებელი ყველაზე შემოქმედებითი კაცი უნდა იყოს დანარჩენ ოთხთა შორის, მზის ნათურას სასწაულს აკეთებინებს. მთავარია ქარი ქროდეს. პარტერიდან და ლოჟიდანაც სასიამოვნო სამზერია. ამ დროს ხალხი მუშაობას იწყებს, ძნელად თუ ტკბება. ზაფხული გავლილია, ზურგსუკან დგას და მის სუნთქვას კი გრძნობ ყურთან, მაგრამ ნელ-ნელა სუსტდება. ზოგჯერ ამინდია – კოაბიტაცია ამას ჰქვია – მზე და თოვლი ერთმანეთში … Continued

ბოსტონის მოკლე და დიდი საქმე

ბოსტონის მოკლე და დიდი საქმე

Boston Strong–კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბოსტონში–ღიმილით მეუბნება პოლიციელი და სადგურიდან ქალაქში გასასვლელს მაჩვენებს.ბოსტონს მძიმე დღეები უდგას–პოსტ-ტერაქტული.ხალხი თითქოს დათრგუნულია, მაგრამ არნახულად ერთიანი და საკუთარი თავის და სხვების გასამხნევებლად იმეორებს–ბოსტონი ძლიერია! ყველგან ეს აწერია–კაფეებს, ოფისებს, ავტობუსებს, სახლებს.შენც თითქოს ბუნებრივად ეწერები ამ ამბავში და ჩურჩულებ– Boston Strong. ბოსტონის საქმე იცით–ერთ-ერთი უძველესი ქალაქია იმ კონტინენეტზე.და, ალბათ, ყველაზე უცნაური და … Continued