ირმა კახურაშვილი

უჰაერო პოლიტიკა

უჰაერო პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, ისინი დედამიწის მხოლოდ 2%-ს იკავებენ. ჩვენც ქალაქელები ვართ, მაშასადამე, მსოფლიო მოსახლეობის იმ ნახევარს შევადგენთ, რომელზეც მოხმარებული ბუნებრივი რესურსების სამი მეოთხედი მოდის. ბუნებრივ რესურსებში ჰაერიც მოიაზრება – ის, რისი ყიდვა არა მხოლოდ ქალაქში, სოფელშიც შეუძლებელია. დაბინძურებული ჰაერი ნაკლებად ხილვადია, თუმცა ჰაერისდამი უდიერი მიდგომა ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება – გახშირებული … Continued

ტკივილის მახეში

ტკივილის მახეში

საქართველოში ნარკოდამოკიდებული ქალი მსჯავრდებულების ჯანმრთელობის უფლებები წლების განმავლობაში ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მუდმივად საუბრობს ქვეყნის მასშტაბით ნარკოლოგიური სერვისების გაფართოვებაზე, ქალთა სპეციალური დაწესებულება ამ დაპირებების მიღმა რჩება. საზოგადოების ზემკაცრი განწყობის და სტიგმის გარდა, რომელიც ქალ წამალდამოკიდებულებს დისკრიმინაციის ორმაგ ქარ-ცეცხლში ხვევს, მათთვის ხელმიუწვდომელია ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისები. საქართველოში ერთადერთი ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულიად არადაპტირებულია ნარკოლოგიური პრობლემების მქონეთათის. … Continued

მსხვერპლშეწირვა ცრუთა სახელით

მსხვერპლშეწირვა ცრუთა სახელით

გლობალურ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ასურელი ბავშვების ფოტო და ვიდეომასალამ, საქართველოს გარდა, დანარჩენი მსოფლიოც ააფორიაქა. მასალების გავრცელებიდან ზუსტად ერთ საათში, სოცქსელების ქართველმა მომხმარებელმა სირია-ერაყში ჯიჰადისტების სისასტიკე დაგმო და ტერორისტული დაჯგუფების მიერ ჩაგრული ქრისტიანებისადმი სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტთან აქცია დაგეგმა. პარალელურად, ასურელებით კომპაქტურად ჩასახლებულ ქანდაში უამრავმა ოჯახმა გამოთქვა მზადყოფნა დევნილი ბავშვების შესაფარებლად. დაანონსებულ აქციაზე, როგორც გვჩვევია, იმაზე გაცილებით ნაკლები … Continued

სიყვარულით მიღწეული წარმატება

სიყვარულით მიღწეული წარმატება

შესაძლებელია თუ არა შემთხვევითობამ საკუთარი თავი გაპოვნინოს? რა არის კარიერული ზრდის წინაპირობა? როგორ თავსდება ერთმანეთთან საქმიანი ქალისა და დედის იმიჯი? – ამის შესახებ Focus-ის მკითხველი სასტუმროს ბიზნესში ცხრაწლიანი წარმატებული გამოცდილების მქონე, „რადისონ ბლუს“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორისგან ნინა ასათიანისგან შეიტყობს: უჩვეულო დასაწყისი ბაკალავრიატი ჰავაის უნივერსიტეტში, მაგისტრატურა კი საქართველოს უნივერსიტეტში, დიპლომატიის კუთხით დავამთავრე. სასტუმრო ბიზნესთან შეხება … Continued

ერთი რესტორატორის ისტორია

ერთი რესტორატორის ისტორია

ინტერვიუ ანკა მანჯგალაძესთან რესტორატორმა ანკა მანჯგალაძემ ჯერ თბილისში არსებული გერმანული სკოლა დაამთავრა, შემდეგ – სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. ორი წელი მილანშიც იცხოვრა. თბილისში საკუთარი კაფე “დომი” რომ გახსნა, ყველა სარესტორნო ნიუანსი თვითონ გათვალა, მით უფრო, რომ ეს ულამაზესი კუთხის შენობა, რომლის ვიტრინებთან ყოველთვის ყიდიან ცოცხალ ყვავილებს, ბავშვობიდანვე ხიბლავდა. “აბაშიძეზე ვცხოვრობ. აქაურობას კარგად ვიცნობ. მრგვალი ბაღი … Continued

ჩემი „ბიგ მაკის“ საიდუმლო

ჩემი „ბიგ მაკის“ საიდუმლო

ფაფუკი ფუნთუშა, პიკანტური სოუსი, ცოტაოდენი ხახვი, სალათის ნაზი ფურცელი, მჟავე კიტრი, მდნარი ყველი, და რა თქმა უნდა, საქონლის ხორცის გემრიელი ნაჭერი, მერე კიდევ ფუნთუშა და იგივე ინგრედიენტები – დიახ, მიმიხვდით, ეს “ბიგ მაკია”, რომლის კლასიკური გემოს ამოცნობა თვალდახუჭულს შეგვიძლია. ყოველთვის მინდოდა ყველაზე წარმატებული სწრაფი კვების ობიექტის – “მაკდონალდსის” “კულისებში” მოხვედრა, სადაც ჩემს “ბიგ მაკს” რესტორნის … Continued

ვიყოთ უკეთესები

ვიყოთ უკეთესები

წინასაახალწლო ციებ-ცხელება ემოციურად ყველაზე დატვირთული პრელუდიაა. ვიდრე საათის ორივე ისარი თორმეტთან არ გასწორდება, ვიდრე საცივით სავსე ქვაბი ფანჯრის რაფაზე არ დაიდგმება, თონის პურები კი პირსახოცებში არ შეიფუთება, რომ არ ჩაცომდეს, ვიდრე ხელოვნურწიწვებიან ნაძვზე ასხმული ყველა ნათურა ბავშვების გასახარად ფერადად არ აკაშკაშდება, ვიდრე არ გამოცხადდება, რომ 31 დეკემბრის ღამეს მეტროპოლიტენი გვიანობამდე იმუშავებს, ვიდრე მობილური კავშირი არ … Continued

გეზი გონივრული ეკოგანედისკენ

გეზი გონივრული ეკოგანედისკენ

როდესაც ძველი კომპიუტერი გამიფუჭდა, საყოფაცხოვრებო ნაგვის ურნასთან დავდე. როდესაც თერმომეტრი გამიტყდა, ქაღალდში გავახვიე და ისიც ნაგავში მოვისროლე. როდესაც კონსერვის ქილა დავცალე, ცელფონის პარკიანად სხვა ნარჩენებს გავაყოლე. კრიმინალური არაფერი ჩამიდენია გარდა იმისა, რომ დედამიწას სულ ცოტა სიცოცხლე წავართვი. საქართველოში ნაგვის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემა აუწყობელია, ნარჩენების მართვის კოდექსი კი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. კანონპროექტი მნიშვნელოვანია … Continued

კარგები და „სხვები“

კარგები და „სხვები“

ნანიკო 14 წლისაა. მოკლე, აგრესიული „ჩოლკა“ აქვს. სკოლაში წასვლამდე სარკესთან ნახევარ საათზე ნაკლებს არ ატარებს. თორნიკე 18-ისაა. ასე ამბობს უცხო გოგოებთან, სინამდვილეში კი 17-ის გახდა. მარჯვენა წარბი აპარსული აქვს. ფრჩხილები თუ არ დაიკვნიტა, ვერ იძინებს. სალი 16 წლისაა. უყვარს ლუდი. შინიდან ორჯერ არის გაქცეული. მისი უფროსი ძმა როკ–ჯგუფში უკრავს და მწვანეთმიან გოგონასთან ერთად ოთახში ხშირად … Continued

ბედნიერების ამოუცნობი ინდექსი

ბედნიერების ამოუცნობი ინდექსი

არ გამკვირვებია, როდესაც UNICEF-ის მიერ აშშ-სა და ევროპის 28 ქვეყანაში განხორციელებული ბოლო კვლევის შედეგებს გადავაწყდი – ყველაზე ბედნიერ ბავშვებად ჰოლანდიელები დასახელებულან. ამის მიზეზი მათი მშობლები იყვნენ. და უცბად, გულწრფელი დანანებით, დილისდროინდელი პასაჟი წამომიტივტივდა: რის ვაი-ვაგლახით ყვითელ სამარშრუტო ტაქსში ოთხი შვილის დედა ამოდის… უმცროსი ბავშვი „კენგურუში“ ფართხალებს, უფროსი ათი წლისაც არ იქნება. ბავშვების დანახვაზე ყურსასმენებიანი უნივერსიტეტელი … Continued