ირმა კახურაშვილი

ქალაქის მიწისქვეშა ბლიკები

ქალაქის მიწისქვეშა ბლიკები

მე თბილისის მეტროპოლიტენის მგზავრი ვარ. რაც თავი მახსოვს, მწვანედ მანათობელი ასო „M“-ც მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სახლიდან ღია მეტროსადგურ „გოცირიძემდე“, რომელსაც შარშანდლამდე „ელექტროდეპო“ ერქვა, თორმეტი წუთის სავალია. თუ ძალიან ვჩქარობ, მოკლე გზითაც გადავდივარ – ტრიკოტაჟის ფაბრიკის უკაცრიელი ტერიტორიის გადაკვეთით, მერე შმორიანი ვიწრო გასასვლელით და იქედან პირდაპირ მეტროში ვდურთავ თავს. ორი ათეული წლის წინ, ამ … Continued

რატომ გვჯერა ზღაპრების

რატომ გვჯერა ზღაპრების

ახლა, ამ დახურულ თაროზე პირსახოცებს ვინახავთ. ადრე აქ სხვადასხვა ზომის ფერადყდიანი ფირფიტები იდო. ფირფიტებზე ზღაპრები იყო ჩაწერილი – ქართული, უკრაინული და პოლონური – ჩემი გენეტიკური კოდი. ბევრი ზღაპარი, რომელმაც მომავლის იმედი ჩამისახა, დღესაც მკაფიოდ მახსოვს და, ალბათ, არასოდეს დამავიწყდება. ფირსაკრავმა აღმზარდა. რადგანაც ფიზიკურად სუსტი, მთელი სანათესაოს გულდასაწყვეტად, უმადო ბავშვი ვიყავი, ხშირად ვხვდებოდი ავად. ფირსაკრავი კი … Continued

მცირე გზამკვლევი „მეორად“ სამყაროში

მცირე გზამკვლევი „მეორად“ სამყაროში

თუ არ უჩივით ყოველთვიურ შემოსავალს, არასოდეს დადიხართ „მეორად“ მაღაზიებში და ღრმად ხართ დარწმუნებული, რომ ვინტაჟს ნაფტალინის სუნი უდის, მაშინ ამ სტატიის მესიჯების ადრესატი თქვენ ბრძანდებით. ამსტერდამში სტუმრობისას შეუჩნეველი არ დაგრჩებათ სექონდ-ჰენდების სიმრავლე. აქ წარმოდგენილი პროდუქცია გაცილებით ძვირია, ვიდრე საფირმო მაღაზიებში. საქმე ისაა, რომ ევროპელი „მეორადების“ მომხმარებელი მოდის ტენდენციებს აყოლილი ადამიანია. მას კარგად ესმის, რომ თუ … Continued

იპოვე საკუთარი თავი კულინარიუმში

იპოვე საკუთარი თავი კულინარიუმში

თუ გსურთ გაამრავალფეროვნოთ ყოველდღიური სამზარეულო, გიტაცებთ ახალი კერძების აღმოჩენა, გინდათ საკუთარ თავს კულინარიული სტიმული მისცეთ ან ფანტაზია გაავარჯიშოთ, გახდით სოლოლაკის ერთ-ერთ მყუდრო ქუჩაზე (ლერმონტოვის 1/17) დაბინავებული კულინარიუმის ოჯახის წევრი. კულინარიულ სკოლა-სახელოსნოს მყუდრო, ასევე, საუკეთესო დანადგარებით აღჭურვილ გარემოში, თბილისის რჩეული მზარეულები გაზიარებენ ხელოვნებას, რომელიც სამომავლოდ დაზოგავს თქვენს დროს და ენერგიას, მიგაღებინებთ ახალ ცოდნას და გაპოვნინებთ ახალ … Continued

ურბანული პეიზაჟებიდან

ურბანული პეიზაჟებიდან

ეჭვგარეშეა, რომ ყველა ქალაქი, რომელიც მჭიდროდ დასახლებულთა რეესტრში გადის, გარკვეული სტერეოტიპის მსხვერპლია _ ნიუ იორკი ცათამბჯენებთან ასოცირდება, თბილისი – შეკიდულ აივნებთან, მანჰეტენი _ 7-მილიონიან ჭრელ მოსახლეობასთან, ნაძალადევის რაიონი კი ურჩ პროლეტარიატთან, რომელიც XX საუკუნის დასაწყისიდან გარეუბნის აუთვისებელ მიწას დასასახლებლად უნებართვოდ იკავებდა. “ნახალოვკა” თბილისის ერთ-ერთი ძველი, ინდუსტრიული უბანთაგანი და საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ყოფილი, მაგრამ მნიშვნელოვანი კერაა. … Continued

ნარჩენების ანატომია

ნარჩენების ანატომია

აქ, ველის სასაფლაოზე, მაღალი ბალახით დაფარულ და მუდამ ღია ღიატრანშეებიან მინდორში მარხავენ მათ, ვინც სიკვდილის შემდეგ არავინ დაიტირა. თუმცა, ამჟამად ამ დამთრგუნველ ტერიტორიაზე არა უპატრონო მიცვალებულთა, არამედ ანატომიური ნარჩენების მიზეზით მოვხვდი. “ფოკუსი” შეეცადა დაედგინა, რა გზას გადის ანატომიური ნარჩენი სამედიცინო დაწესებულებიდან სამარხამდე. საინტერესო სტატიისთვის ნაკლებად მომხიბვლელი პრელუდიაა, მაგრამ თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ანატომიური ნარჩენების თემა … Continued