მაკა ბიბილაშვილი

მწვანე სვეტი

მწვანე სვეტი

„მწვანე მოგონებაზე“ გამახსენდა მამაჩემის დარგული ხეები სოფელში, ჩვენს ეზოში; როგორ ამყნობდა ბაბუა სხვადასხვა ჯიშის ვაშლსა და მსხალს ერთ ხეზე და მერე ნაჭრებით როგორ ფუთავდა, რომ ყლორტები ზამთარში არ მოყინულიყო; მახსენდება ფეხით გადავლილი დათვიჯვრის უღელტეხილი და 25 კილომეტრის გავლის შემდეგ, უკაცრიელი, ხახაბოს ყვავილებით მოფენილი მინდორი; კატიწვერას გზაზე ნანახი ალპური შავი ტიტები და კვავლოს მთაზე ნაპოვნი მინდვრის … Continued

makaazia@gmail.com

makaazia@gmail.com

რამდენიმე წლის წინ, „ქარვასლაში“, კიმონოების გამოფენაზე, საქართველოში იაპონიის ყოფილი ელჩის მეუღლეს – ჯუნკო კამოჰარას შევხვდი. მან თავადაც მოისინჯა რამდენიმე კიმონო და მეც დამეხმარა საქორწილო კიმონოს – ჰონ-ფურისოდეს ჩაცმაში. მითხრა, რომ ის, რაც გარეგნულად, ზედაპირზე ჩანს, სულაც არ არის ყველაფერი – იაპონიაში კიმონოს, ან მისი მოსასხამის შიდა ფენას არავის უჩვენებენ, მხოლოდ პატრონის საკუთრებაა, ისევე როგორც მისი … Continued

ნომრის თემა – ფემინიზმი, (საკითხავი მამაკაცებისთვის)

ნომრის თემა – ფემინიზმი, (საკითხავი მამაკაცებისთვის)

სქესთა, და ზოგადად, ადამიანთა თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა კაცობრიობის ერთი ნაწილისთვის დაუწერელი კანონია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მათგან თავის დასაცავად საჭირო გახდა ამ უფლების დაკანონება და ქალთა უფლებების დამცველი – ფემინისტური მოძრაობის წარმოქმნა და გააქტიურება. მტკივნეული თემაა, რატომ იწვევს მამაკაცთა ნაწილში ფემინიზმი, ძლიერი და ჭკვიანი, თუნდაც სუსტი და უსუსური ქალი, აგრესიასა და სიძულვილს. ქალის ჩაგვრა კაცის სისუსტეზე … Continued

ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო

ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო

რაბინდრანათ თაგორი, მაჰათმა განდი, სატიაჯიტ რაი, ანიშ კაპური, სალმან რუშდი და ტაჯ-მაჰალი – ეს იყო ჩემი ასოციაციები ინდოეთთან. ამიტომ ბევრი სტერეოტიპის მიუხედავად, ეს ქვეყანა ჩემში ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებდა. მეგონა აჭარბებდნენ, როცა ნაგავზე, სიბინძურესა და გაუსაძლის სუნზე ყვებოდნენ. მინდოდა ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. ბევრი აღარ მიფიქრია, ჩემოდანი გავამზადე და შუა ზამთარში, ახალ წლამდე „ხუთი წუთით … Continued

პლანეტა თუშეთი სად და როგორ უნდა იპოვო ბედნიერება

პლანეტა თუშეთი სად და როგორ უნდა იპოვო ბედნიერება

სილვია პლათი „ზარხუფში“ წერს: „ალბათ არსებობს რამე, რასაც ცხელი აბაზანა ვერ კურნავს, მაგრამ მე ასეთი ქვეყნად არაფერი მეგულება. როცა კი სევდიანი ვარ, ან სიკვდილის პირას ვარ, ან ისე ვნერვიულობ, ძილი არ მეკარება, ან ვიღაცაზე ვარ შეყვარებული და მთელი კვირა ვერ ვნახულობ, შინაგანად ვნადგურდები ხოლმე და თავში ესღა მომდის: „ცხელ აბაზანას მივიღებ“. ამ მეთოდით მეც ბევრჯერ … Continued

ერთი დღე გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრში

ერთი დღე გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრში

სამი თვის წინ, 26 იანვარს გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრში ჟურნალისტის სტატუსით ან სტატიის დაწერის მიზნით არ მივსულვარ. ჟანუკას დაბადების დღე იყო, 13 წლის გახდა და გვინდოდა მიგველოცა. მიკიმაუსიანი ტორტი ვუყიდეთ და თეთრი, ბაფთიანი დათუნია. ამ ბავშვების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისგან შევიტყვე. ჯული მაშინ იმ ბავშვთა სახლში მუშაობდა და უზომოდ იყო შეყვარებული სამუშაოსა და ბავშვებზე. გლდანის … Continued

აბასთუმანი SOS

აბასთუმანი SOS

აბასთუმნის ფიჭვნარმა და ნაძვნარმა ნუნისი და სურამი გამახსენა. თუმცა, მგონია, რომ აბასთუმანი ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და “უპატრონო” კურორტია საქართველოში. ისეთი შეგრძნება, მქონდა, რომ იქ დრო გაჩერდა და გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ირგვლივ ყველაფერს სიძველე და ჟანგი მოდებია. მე-19 საუკუნეში ნაგები, სხვადასხვა ფერის რუსული ყაიდის სახლები დიდი ხანია გადახუნებულან, ალაგ-ალაგ ხის ფანჯრები თანამედროვე … Continued

ხევსურეთი – მთაში ნაპოვნი სამოთხე

ხევსურეთი – მთაში ნაპოვნი სამოთხე

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სამანქანო გზით დათვისჯვრის უღელტეხილი აკავშირებს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრამდეა. წესად არის ქცეული, რომ პირიქითა ხევსურეთში მიმავალები ამ ადგილზე ჩერდებიან, წაიხემსებენ, 1-2 სადღეგრძელოს იტყვიან და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებენ გზას. უღელტეხილიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქედან რამდენიმე საათში შატილში ხარ. სამანქანო გზა მიდის მუცომდე და იმ კლდის ძირამდე, რომლის თავზეც ხევსურეთის … Continued

მზის ამოსვლა ბახმაროში

მზის ამოსვლა  ბახმაროში

ბახმაროს ეგზოტიკა ხის კოტეჯებსა და მარადმწვანე ნაძვის ხეებშია. იქ მხოლოდ ორი ფერია: მიწისფერი და ბალახისფერი. ხის სახლები სოკოებივითაა ამოზრდილი ლანდშაფტზე და მის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. ბახმაროს კლიმატი რომ სასწაულებს ახდენს და ჭლექიანებს კურნავს, ადრეც გამიგია, მაგრამ ჩემი ინტერესი სხვა რამემ განაპირობა. მეგობარმა მითხრა, ბახმაროში მზე ყველაზე ლამაზად ამოდის, მაგრამ ამის სანახავად განთიადისას ბახმაროს აღმოსავლეთით მდგარ … Continued

სტამბოლის ეგზოტიკა

სტამბოლის ეგზოტიკა

სტამბოლისა და, ზოგადად, თურქეთისადმი ჩემი ინტერესი ორმა ადამიანმა განაპირობა. ერთ მათგანს 2006 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა და ამ პრემიის პირველი თურქი ლაურეატი გახდა. მეორის ფილმები კი არაერთგზის იყოს ხვადასხვა პრესტიჟული კინოფესტივალის გამარჯვებული. შეუძლებელია ფამუქის წიგნები იკითხო და არ მოგინდეს შენი თვალით ნახო ის ქალაქი და ქუჩები, სადაც მისი წიგნების გმირები ცხოვრობენ და არ … Continued