მოგზაურობა

კანის მცირე გზამკვლევი

კანის მცირე გზამკვლევი

ამბობენ, ფრანგები არასოდეს აგვიანებენ პირისპირ შეხვედრებზე. რაც შეეხება ხალხმრავლობებს და თუნდაც ბავშვის დაბადების დღეებს – ძალიან ხშირად. ფრანგებზე რას აღარ ამბობენ… მაგრამ ამჯერად ვიტყვი იმ ქალაქის შესახებ, ერთ დროს მეთევზეების პროვინცია რომ იყო და დღეისთვის, ქვეყნის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხით რომ ამდიდრებს. კანი ის ქალაქია, სადაც დილით ყველაზე ადრე ვიღვიძებ ხოლმე. მზე ამოსულია. რვის თხუთმეტი … Continued

იაპონია

იაპონია

იაპონია ეს არის ქვეყანა, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო. უნიკალური კულტურა და ტრადიციები, განსაკუთრებული ბუნება და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები ძალიან მიმზიდველს ხდის ქვეყანას სამოგზაუროდ. წლების მანძილზე, იაპონია ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ტურისტულ მიმართულებად მიიჩნეოდა და აქ მოგზაურობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული – როგორც ავიარეისების, ასევე სასტუმროების, ადგილობრივი ტრანსპორტისა და კვების თვალსაზრისით. თუმცა ბოლო რამდენიმე წლის … Continued

მოგზაურობის სენი

მოგზაურობის სენი

„ფოკუსის“ ფურცლებიდან „მოგზაურობის სენით“ დაავადების სხვადასხვა რეცეპტს ჟურნალის მკითხველს ვთავაზობ. მინდა იცოდეთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სანახავი ბევრად მეტია, ვიდრე სტანდარტული სამოგზაურო ტურები იძლევა ამის საშუალებას, და ამ გამორჩეული ადგილების შესახებ მინდა გიამბოთ. მინდა გირჩიოთ, როდის და სად იმოგზაუროთ, როგორ გახდეთ სულ ცოტა ხნით მაინც იმ ქვეყნის მკვიდრი და როგორ შეძლოთ იმ ემოციების წამოღება, რომელიც … Continued

ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო

ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო

რაბინდრანათ თაგორი, მაჰათმა განდი, სატიაჯიტ რაი, ანიშ კაპური, სალმან რუშდი და ტაჯ-მაჰალი – ეს იყო ჩემი ასოციაციები ინდოეთთან. ამიტომ ბევრი სტერეოტიპის მიუხედავად, ეს ქვეყანა ჩემში ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებდა. მეგონა აჭარბებდნენ, როცა ნაგავზე, სიბინძურესა და გაუსაძლის სუნზე ყვებოდნენ. მინდოდა ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. ბევრი აღარ მიფიქრია, ჩემოდანი გავამზადე და შუა ზამთარში, ახალ წლამდე „ხუთი წუთით … Continued

5 წუთით ადრე ევროპულ შობამდე

5 წუთით ადრე ევროპულ შობამდე

ბერლინის ათასფრად განათებულ საშობაო ბაზრობაზე სანტა კლაუსი გადმომიდგა. მარხილი არ ჰქონდა. წვერი თეთრად დაფერვოდა, მხრებზე წითელი პალტო მოეხურა, შარვალიც წითელი ეცვა, ოღონდ – საკმაოდ განიერი. „დალიეთ გლუვაინი, ცხელი ღვინოა, 2 ევრო ღირს…“ გამეღიმა – როდის იყო თოვლის პაპები და სანტა კლაუსები საჩუქრებში ფულს იღებდნენ-მეთქი, გავიფიქრე. ეტყობა, უკვე მართლა ისეთი დიდი გავხდი, რომ დროა, აღარ მჯეროდეს … Continued

ბილბაო

ბილბაო

თუ ოდესმე ბასკეთში გადაწყვეტთ გამგზავრებას, უნდა იცოდეთ, რომ წინ ძალიან მხიარული ფრენა გელით. კონტრასტს სხვა ევროპულ ქალაქებში გამგზავრებასთან სტამბულის აეროპორტშივე იგრძნობთ. ჩასხდომამდე ნახევარი საათი მაინცაა დარჩენილი, მაგრამ გასასვლელთან უკვე უზარმაზარი რიგია. „გეითის“ გახსნის მოლოდინში ყველა ფეხზე დგას, თითქოს ეშინიათ ბორტზე ვინმემ არ აასწროთ. საუბრობენ, იცინიან ძალიან ხმამაღლა, გადაძახილები რიგის ერთი მხრიდან მეორე მხარეს ჩვეულებრივი მოვლენაა. … Continued

პლანეტა თუშეთი სად და როგორ უნდა იპოვო ბედნიერება

პლანეტა თუშეთი სად და როგორ უნდა იპოვო ბედნიერება

სილვია პლათი „ზარხუფში“ წერს: „ალბათ არსებობს რამე, რასაც ცხელი აბაზანა ვერ კურნავს, მაგრამ მე ასეთი ქვეყნად არაფერი მეგულება. როცა კი სევდიანი ვარ, ან სიკვდილის პირას ვარ, ან ისე ვნერვიულობ, ძილი არ მეკარება, ან ვიღაცაზე ვარ შეყვარებული და მთელი კვირა ვერ ვნახულობ, შინაგანად ვნადგურდები ხოლმე და თავში ესღა მომდის: „ცხელ აბაზანას მივიღებ“. ამ მეთოდით მეც ბევრჯერ … Continued

მოგზაურობა ეფესოს კულტურაში და დასვენება კუშადასში

მოგზაურობა ეფესოს კულტურაში და დასვენება კუშადასში

ვიდრე კუშადასს ვნახავდი, მეგონა, რომ იგი თურქეთის სხვა საზღვაო კურორტებისგან არაფრით იქნებოდა გამორჩეული. თუმცა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს არა მხოლოდ გამჭვირვალე ეგეოსის ზღვის ქალაქია, არამედ, გასაოცარი ათასწლოვანების ისტორიის აკვანიც. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ კუშადასი ბათუმთან დაძმობილებული ქალაქიც ყოფილა. სულ რაღაც ხელის გაწვდენაზეა დიდი და მნიშვნელოვანი ანტიკური ქალაქი ეფესო, სადაც უძველესი ბიბლიოთეკა და მსოფლიოში … Continued

„ფორტე ვილიჯი“ – ნამდვილი იტალიური გლამური

„ფორტე ვილიჯი“ – ნამდვილი იტალიური გლამური

ტურისტული კომპანია „ვია თრეველი“ ჩვენი ჟურნალის ფავორიტია სამოგზაურო სააგენტოებს შორის. სწორედ მათი საშუალებით შევძელით სარდინიაზე მდებარე „ფორტე ვილიჯში“ ერთი კვირის გატარება. ავიაკომპანია „ალიტალიას“ რეისი თბილისი–რომი, რომიდან ერთსაათიანი ფრენა, და… კალიარის აეროპორტში ჩვენი სახელებით ხელში „ფორტე ვილიჯის“ მძღოლი გველოდა. 47 ჰექტარზე გაშლილ კურორტზე აუცილებელია სუფთა ჰაერისა და სიმშვიდის უზრუნველყოფა. ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის მხოლოდ ელექტრომობილები და ველოსიპედებია დაშვებული. … Continued

ზღაპრული იორდანიის მარადიული მზე, ზღვა და იდუმალი უდაბნო

ზღაპრული იორდანიის მარადიული მზე, ზღვა და იდუმალი უდაბნო

იორდანია – მიწა, სადაც ვითარდებოდა ბიბლიური მოვლენები, სადაც პირველად გამოეცხადა ღმერთი ადამიანს. სწორედ იორდანიის გავლით გადაიყვანა მოსემ ხალხი ეგვიპტიდან ისრაელში და სწორედ აქ მისცა მათ “ღვთის კანონი”. იორდანიაში მოინათლა და მოღვაწეობდა იესო, ამ მიწაზე იქნა მოვლენილი წმინდა სამება. იორდანიაში მოგზაურობის ოცნება “ინტერკონტინენტალის” ინფოტურის საშუალებით ავიხდინე და 12 სრულიად უცხო ადამიანთან ერთად, სიამოვნებით გავემგზავრე უძველესი კულტურის … Continued