ნესტან-ნენე კვინიკაძე

კანის 68-ე კინოფესტივალის ქრონიკა

კანის 68-ე კინოფესტივალის ქრონიკა

2015 წლის საკონკურსო პროგრამა კანის ფესტივალის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სუსტი, 68 წლის მანძილზე. ამის შესახებ კრიტიკოსები რეცენზიებში, ადამიანები კინოდარბაზებთან, „კილომეტრიან“ რიგებში, პრესის ოთახში საუბრობენ. ერთ-ერთი ფილმის დასრულების შემდეგ, ტიტრების მსვლელობისას, იტალიელმა ჟურნალისტმა მთელი მონოლოგი უძღვნა ჩავარდნილ ფესტივალს. დარბაზში მსხდომნი იცინოდნენ. წელს ფესტივალს აკლდა „ხულიგნების“ ის ჯგუფი, რომლებიც ყოველ წელს აქ არიან, ყველა ფილმის … Continued

კანის მცირე გზამკვლევი

კანის მცირე გზამკვლევი

ამბობენ, ფრანგები არასოდეს აგვიანებენ პირისპირ შეხვედრებზე. რაც შეეხება ხალხმრავლობებს და თუნდაც ბავშვის დაბადების დღეებს – ძალიან ხშირად. ფრანგებზე რას აღარ ამბობენ… მაგრამ ამჯერად ვიტყვი იმ ქალაქის შესახებ, ერთ დროს მეთევზეების პროვინცია რომ იყო და დღეისთვის, ქვეყნის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხით რომ ამდიდრებს. კანი ის ქალაქია, სადაც დილით ყველაზე ადრე ვიღვიძებ ხოლმე. მზე ამოსულია. რვის თხუთმეტი … Continued

8 წელი ბევრია!

8 წელი ბევრია!

2006 წელს, თბილისში, შანიძის 13 ნომერში – სადაც თვეში ერთხელ დასასტამბად მზადდებოდა რეგიონში ყველაზე კარგად დაფინანსებული ერთადერთი ანდერგრაუნდ ჟურნალი „ანაბეჭდი“, სწორედ იქ დაიგეგმა ყოველთვიური, ქართულ-ინგლისური ჟურნალის – „ფოკუსის“ გამოცემის იდეა. მას შემდეგ, ზემოთ ხსენებული მისამართიც შეიცვალა და ზოგადად, დიდი დრო გავიდა. ჟურნალმა სხვადასხვა ეტაპზე მოიცვა თითქმის ყველა თემა და ქვეყნების უმეტესობა. საინტერესო ავტორებისა და ფოტოგრაფების … Continued

რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

დილით, ასე 8 საათისთვის, ძილ-ბურანში მესმოდა: ზარის შემორეკვის, ძაღლის ყეფის და მეზობელი ქალების ხმა. ნაგვის მანქანას გივი მართავდა. ქალების ჩაცმის სტილი მკაცრად დაცული იყო: ვარდისფერი ხავერდისა და ბამბაზიის ხალათი, კიმონო. ფერად-ფერადი ვედროები. რაღაც დროს ხმა გავარდა, გივი მოკვდაო. მერე ომი დაიწყო, კონცეპტუალური ნაგვით გაივსო ქუჩებიც და ადამიანების გულებიც. ნაგავი ჩვენი ლანდშაფტების განუყოფელი ნაწილი გახდა. მერე … Continued

რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

ადვილია ახალგაზრდების მოტყუება! მით უფრო – თინეიჯერების… ადვილია მიაჩეჩო მოუწესრიგებელი ქვეყანა და ქაოტური სისტემა. მიაჩეჩო და შემდეგ აკრძალვების ენით ელაპარაკო. ადვილია ახალგაზრდები გასართობი სივრცეების, საცურაო აუზების, სპორტის მოედნების გარეშე დატოვო და მაინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს თხოვდე მათ. ეძახო უწიგნური და გაუნათლებელი, მიუთითებდე ობმოდებულ საგვარეულო ბიბლიოთეკაზე, იმ სახლებში, სადაც წიგნს და წიგნის კარადას ხშირ შემთხვევაში დეკორის … Continued

რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

ვწერ ჩემი ბავშვობის ცნობიერებაში ყველაზე მძაფრად დალექილი ერთ-ერთი პერსონაჟის შესახებ: დამახასიათებელი სიარულის მანერა ჰქონდა. ამაყს ჰგავდა და ქუჩაში თამბაქოს მოწევა უყვარდა. იმ დროს ქალები ან არ ეწეოდნენ, ან ეწეოდნენ მეზობლის სამზარეულოში. ჩუმად. ბებიაჩემი თინა დემეტრაძე კი ქუჩაში ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. არ ეშინოდა. ყველაზე მძაფრად, მაინც მისი მორთული საკურთხის სუფრა მახსოვს: ჯადოსნური ინსტალაცია. ცეცხლმოკიდებული სანთლებით. თან … Continued

კანის 66-ე კინოფესტივალი

კანის 66-ე კინოფესტივალი

“ლიბერასიონ”, “ლიბერასიონ”, – ყვირის გაზეთების გამყიდველი და ახლად დასტამბულ გაზეთს ავრცელებს. ეს კაცი კანის ფესტივალის ტოლია, მისი სპეციფიური ხმა კი – ფესტივალის საუნდთრექი. ამ კაცს ყველა ნანახი ყავს: ბრედ პიტიც, ტარანტინოც და ჟან კლოდ ვან დამიც. მისი მეგობრები, ფესტივალის დაცვის უფროსები და თანამშრომლები, სენეგალელი ქოლგის და საწვიმრების გადამყიდველები არიან. პერიოდულად სეანსისთვის ჩამომდგარი ჟურნალისტების ვრცელ რიგს … Continued

სექსის ქორეოგრაფია, ვიზუალური მუსიკა და ბევრი სისხლი კანის 66-ე კინოფესტივალი

სექსის ქორეოგრაფია, ვიზუალური მუსიკა და ბევრი სისხლი კანის 66-ე კინოფესტივალი

წლევანდელ გამარჯვებულებს პატივცემული ჟიურ ავლენს – ქრისტიან მუნჯიუ, ქრისტოფ უოლცი, ნიკოლ კიდმანი, ენგლი, ლინრა მსეი, დანიელ ოტეი, ვიდია ბალანი ინდოეთიდან, ნაომი კავასე იაპონიიდან. ამ საპასუხისმგებლო მისიას სათავეში კინო ინდუსტრიის ყველაზე წარმატებული რეჟისორი სთივენ სპილბერგი უდგას. ძმები კოენები ძველი ოდეკოლონით INSIDE LLEWYN DAVIS DIRECTED BY ETHAN COEN, JOEL COEN ძმებმა კოენებმა კანში ტკბილი მოგონებების აღმძვრელი ოდეკოლონის … Continued

რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

მოწოდება კლიმატის ცვლილების საშიშროების შესახებ ნელ-ნელა სიგარეტის კოლოფზე მიწერილ გაფრთხილებას – “მოწევა კლავს” – ემსგავსება: ყველამ იცის ამის შესახებ, მაგრამ არაფერი იცვლება. როგორც 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში – ალ გორი და რაჯიენდრა პაჩაური ამბობენ, მთავარია “შევურიგდეთ პლანეტას”. მსოფლიო დადგა იმ კატაკლიზმის წინაშე, როცა საფრთხეს ისეთი რესურსების განადგურება მოყვება, როგორიცაა წყალი, მიწა და … Continued

POST-NETWORK

POST-NETWORK

ვინ ყვებოდა, არ მახსოვს ახალი “რომეო და ჯულიეტა” რომ გამოვიდა, კინოში წავედიო, ფინალისკენ, უკნიდან ჩურჩული მოისმა, – აუ, ნეტა მიუსწროსო. ყველას გაეცინა. მე, რატომღაც, ბედნიერი მგონია ადამიანი, “რომეო და ჯულიეტას” ფინალი რომ არ იცის. და რაც უფრო გვიან გაიგებ სიყვარულისთვის მკვდარი პირველი თინეიჯერების ამბავს, მით უკეთესია. არც ის ადამიანი მახსოვს… ყვებოდა: რომეოს მობილური რომ ქონოდა, … Continued