თეკლა იორდანიშვილი

პირველი „სოციალური კაფე“ ჩვენს სოციუმში

პირველი „სოციალური კაფე“   ჩვენს სოციუმში

სოლოლაკში გავიზარდე, ყველა კუთხე-კუნჭული ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელია. ადრეც მომხვდრია თვალში ეს კაფე, მაგრამ ვერასდროს მოვიცალე, რომ მივსულიყავი. გზის ნაპირას კი დგას, მაგრამ ახალაშენებული შენობის ქვეშაა განლაგებული და კარგად არც ჩანს. მეგონა, კაფე გალერი იყო, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კაფე და სხვა არაფერი. იმ დღეს ქუჩაში ვსეირნობდი და რატომღაც განსაკუთრებული ინტერესით დავიწყე ჭონქაძის მიმდებარე ტერიტორიის … Continued

არ ვჭამოთ ნაგავი

არ ვჭამოთ ნაგავი

ქართველებს ჭამა განსაკუთრებულად გვიყვარს. ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილია. სამზარეულოც ზედმეტად მრავალფეროვანი გვაქვს – ცომისა და ცხიმის გვარიანი სინთეზი, მასიურად შემწვარ-მოხრაკულები, ჭარბად მჟავე და უხვად წიწაკიანი. ხანდახან, რომ ვუფიქრდები, რამდენს იტანს ჩვენი საცოდავი ნაღვლის ბუშტი, გულწრფელად ვწუხვარ. ვჭამთ მაშინ, როცა გაგვიხარდება, რაც გაგვიხარდება, და იმ ოდენობით, რა რაოდენობითაც გაგვიხარდება. მივირთმევთ ყველაფერს, ყოველი ორშაბათიდან ჯიუტად … Continued

თბილისური ფიტნესი

თბილისური ფიტნესი

თბილისი, მოგეხსენებათ, მეტ-ნაკლებად მოდური ქალაქია. ტანსაცმლიდან მოდაშია ის, რასაც უმრავლესობა იცვამს. გასართობი ადგილებიდან ის გახლავთ მოდური, სადაც აგრეთვე უმრავლესობა ერთობა. რეალურად, შეიძლება სულაც არ მოსწონდეთ იქაურობა, მაგრამ რადგან ის ადგილი კარგ „ლოკაციად“ მიიჩნევა, ამიტომაც მზად არიან აიტანონ მათთვის უინტერესო გარემო, მავანმა რომ მერე კარგ ტონად ჩაუთვალოს. მე მაინც მგონია, რომ კარგი ერი ვართ, თუმცა ზედმეტად … Continued

დედის მოლოდინში

დედის მოლოდინში

ეს ყველაფერი თავიდან ძალიან ჩვეულებრივად დავიწყეთ. სამსახურში სტანდარტული მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ რომელიმე უპატრონო ბავშვთა სახლს დავხმარებოდით. ტანსაცმლის გაჩუქება ჩემი მოგონილია. გადავარჩიე ერთი კარადა ტანსაცმელი, დავახარისხე და დავდე სამსახურში. ჩვენი კლუბის ყველა წევრმა იგივე გააკეთა. ვაგროვებდით ყველაფერს – ტანსაცმლიდან დაწყებული, სათამაშოებით დამთავრდებული. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა ჩვენი მხარდაჭერა. თვის ბოლოს უამრავი ნივთი დაგვიგროვდა. სამსახურის გოგონებმა მაინც … Continued

მე მიყვარს თბილისი

მე მიყვარს თბილისი

მე მიყვარს თბილისი, სადაც ბევრი მანქანა დადის, ამ მანქანების უმეტესობას კი კატალიზატორი არ უყენია და შესაბამისად, ბევრი ტყვიაა ჰაერში. მე მიყვარს თბილისი, სადაც იმდენი და იმხელა კორპუსი დგას, რომ ჰაერი არ ნიავდება და სუნთქვა საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის; სადაც ხეებს ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე ჭრიან ინვესტორები და ნაცრისფერ კორპუსებს დგამენ მის ადგილას; სადაც ბინების ფასი ევროპის ფასებს … Continued

ახალი წელი

ახალი წელი

დეკემბრის შუა რიცხვებია. ჰაერში ახალი წლის განწყობა და არომატია. აქტუალურია, ასევე, კითხვა: „რას აპირებ ახალ წელს?” – წარმოდგენა არ მაქვს! – ვპასუხობ მე და მართლა არ ვიცი. როგორც წესი, ისევე როგორც ყველა, მეც მეგობრების წრეში ვატარებ ამ ღამეს. ბავშვობაში ახალ წელს აუცილებლად იქ ვხვდებოდი, სადაც სრულიად მთელი ჩემი ნაცნობობა ერთობოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად არ … Continued

პიარი და მარკეტინგი ქართულად, ანუ – გრიფით საიდუმლო

პიარი და მარკეტინგი ქართულად, ანუ – გრიფით საიდუმლო

არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ყველას ერთ ქვაბში ვხარშავ – ნამდვილად არა. მადლობა ღმერთს, ჩემს ირგვლივ ბევრი პიარის და მარკეტინგის სპეციალისტია, რომლებიც, უდაოდ, საქმის მცოდნე, გულისხმიერი და მოწესრიგებული არიან (დიდი სიამოვნებით ჩამოვთვლიდი მისაბაძებს; უბრალოდ, კორექტული არ იქნება ჩემი მხრიდან). ასე რომ არ იყოს, პირადად მე ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი. თუმცა, ამასთან ერთად, საქმე გვაქვს გლობალურ პრობლემასთან, … Continued