ჩემი „ბიგ მაკის“ საიდუმლო

ჩემი „ბიგ მაკის“ საიდუმლო

ფაფუკი ფუნთუშა, პიკანტური სოუსი, ცოტაოდენი ხახვი, სალათის ნაზი ფურცელი, მჟავე კიტრი, მდნარი ყველი, და რა თქმა უნდა, საქონლის ხორცის გემრიელი ნაჭერი, მერე კიდევ ფუნთუშა და იგივე ინგრედიენტები – დიახ, მიმიხვდით, ეს “ბიგ მაკია”, რომლის კლასიკური გემოს ამოცნობა თვალდახუჭულს შეგვიძლია. ყოველთვის მინდოდა ყველაზე წარმატებული სწრაფი კვების ობიექტის – “მაკდონალდსის” “კულისებში” მოხვედრა, სადაც ჩემს “ბიგ მაკს” რესტორნის თანამშრომელი თითქმის ელვის სისწრაფით – 45 წამში “ააწყობდა”.

ალბათ გამიმართლა, რადგან პრაქტიკულად პირველი ჟურნალისტი აღმოვჩნდი, რომელსაც თბილისური “მაკდონალდსის” სამზარეულოში შესვლამდე სტერილური ბახილები, ხალათი და ქუდი გადმოულოცეს, შემდეგ კი თავაზიანად შეუძღვნენ იქ, სადაც მზა პროდუქტი იბადება.

ვიდრე იმ მაცივრამდე მივაღწევთ, სადაც ჩემი “ბიგ მაკის” ხორცი -23 გრადუსზე საიმედოდ და ჰიგიენის ყველა ნორმის დაცვით ინახება, მისი წარმოშობის გადამოწმებულ ისტორიას გაგიზიარებთ: ჯერ ერთი, ეს 100%-იანი საქონლის ხორცია, უფრო კონკრეტულად – საქონლის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის უძვლო ნაჭერი. ხორცი მაღალხარისხიანია, რისი თქმის უფლებას უტყუარი ფაქტი მაძლევს – ქართული “მაკდონალდსი” გიუნზბურგის ხორცის ქარხნიდან მარაგდება. იქაური წარმოების წესები და ხარისხის კონტროლის პროცედურები კი იოტისოდენა ეჭვს არ აღძრავს. თუ ამის შესახებ ინფორმაცია უფრო დაწვრილებით გაინტერესებთ, ქარხანაში ხორცი ბავარიის რეგიონიდან ან ავსტრიიდან შემოდის. ბავარიული ხორცპროდუქტი კი ერთ-ერთი საუკეთესო და უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში.

სხვათა შორის, მინდა გიამბოთ ხორცის გაყინვის შესახებ: თანამედროვე ტექნოლოგიის “შოკ-ფრიზერის” დამსახურებით, ხორცის გაყინვა წამიერად ხდება, რაც სრულად უნარჩუნებს პროდუქტს სასარგებლო თვისებებს. ასე რომ, ჩემი “ბიგ მაკის” ხორცის მოზრდილი და “მაკდონალდსის” გრილზე მადისამღძვრელად აშიშხინებული ნაჭერი, 100%-ით საქონლისაა და ყველა სასარგებლო თვისება შენარჩუნებული აქვს. იგივე შემიძლია გითხრათ სენდვიჩებში გამოყენებულ თევზის ფილესა და ქათმის ნაგეტსზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქათმის ხორცისგან მზადდება – ყოველგვარი დანამატის გარეშე.

ვიდრე ჩემს “ბიგ მაკს” “მაკდონალდსის” კეთილგანწყობილი პერსონალი ღიმილით მომართმევდა, უნებურად “ფრის” მომზადების პროცესის მოწმეც გავხდი. აქაური კარტოფილი რომ უკონკურენტოა, ამაში არა მხოლოდ ქართველი მომხმარებელი დამეთანხმება. “მაკდონალდსის” ხრაშუნას საიდუმლო ის გახლავთ, რომ მის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის კარტოფილს იყენებენ, რომელიც საუკეთესო მცენარეულ ზეთში იწვება.

საინტერესოა, რომ ვეგეტარიანელს, ან მას, ვინც წონას აკონტროლებს, “მაკდონალდსის” მენიუს საშუალებით თავისუფლად შეუძლია დააბალანსოს კვების რეჟიმი. რესტორნის შესაფუთ მასალაზე პროდუქტის კალორიების დეტალური ცხრილია მოცემული. ასე რომ, “ბიგ მაკი”, კარტოფილი “ფრი”, უგემრიელესი კარამელის ნაყინი თუ ალუბლის ნამცხვარი ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა.

გარდა იმისა, რომ ჩემი “ბიგ მაკი” არა მხოლოდ გემრიელი და ხარისხიანი პროდუქტით მომზადდა, ვიზუალურადაც უნაკლოა. ინგრედიენტები ისე ოსტატურადაა შეფუთული ფუნთუშის შრეებში, რომ აღფრთოვანებას იმსახურებს. გასაკვირი არც არის – “მაკდონალდსის” ყველა პროდუქტზე მზა საკვების კონტროლია დაწესებული.

ახლა კი მშვიდად შემიძლია “ბიგ მაკი” “მაკდონალდსის” პოზიტიურ გარემოში მივირთვა, და თუ მომინდა, წარმოვიდგინო, რომ სულაც არ ვარ თბილისში, არამედ ნიუ-იორკის ან პარიზის გზისპირა რესტორანში ვზივარ. გარეთ გაზაფხულია და “მაკდონალდსის” ყველაზე ნაცნობი საფირმო ლოგო მილიონობით ჩემნაირი მომხმარებლისთვის ხმაურიან ქუჩას ანათებს.

თენგიზ კაპანაძე,
“მაკდონალდსის” გენერალური დირექტორი:

“2015 წელს გაიხსნება ორი ახალი “მაკდონალდსი” – თბილისსა და ზუგდიდში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებელი და კვების უსაფრთხოება. “მაკდონალდსი” მასშტაბური სისტემაა, საკმაოდ დიდი რესურსით და პოტენციალით. ამიტომ ხარისხის კონტროლი ჩვენი მთავარი საზრუნავია. ნებისმიერი პროდუქტი, განსაკუთრებით – ხორცი, აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სტანდარტს და კატეგორიას აკმაყოფილებს. “მაკდონალდსში” კონტროლდება არა მხოლოდ საკვები პროდუქტი, არამედ მისი მომზადების ყველა ეტაპი – დაწყებული ფერმიდან, დამთავრებული სარესტორნო დახლით. ჩვენს ყველა პროდუქციას აქვს წარმოშობის კოდი. ჩვენს მომხმარებელს, ისევე როგორც ნებისმიერ ევროპელ მომხმარებელს, საერთაშორისო რეგულაციის სტანდარტები იცავს”.

კომენტარები

კომენტარი