ნომრის თემა – ფემინიზმი, (საკითხავი მამაკაცებისთვის)

ნომრის თემა – ფემინიზმი, (საკითხავი მამაკაცებისთვის)

სქესთა, და ზოგადად, ადამიანთა თანასწორობა, თანაბარუფლებიანობა კაცობრიობის ერთი ნაწილისთვის დაუწერელი კანონია. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მათგან თავის დასაცავად საჭირო გახდა ამ უფლების დაკანონება და ქალთა უფლებების დამცველი – ფემინისტური მოძრაობის წარმოქმნა და გააქტიურება.

მტკივნეული თემაა, რატომ იწვევს მამაკაცთა ნაწილში ფემინიზმი, ძლიერი და ჭკვიანი, თუნდაც სუსტი და უსუსური ქალი, აგრესიასა და სიძულვილს. ქალის ჩაგვრა კაცის სისუსტეზე მეტყველებს და პირიქით – მისი დაცვა და მისთვის ანგარიშის გაწევა – სიძლიერეზე.

ქალთა უფლებების აღიარება მამაკაცს ჩაგრულის პოზიციაში რომ არ აყენებს, ამას დიდი გენიოსობა არ სჭირდება. ძალიან ლამაზად და პოეტურად, ეს იდეა ჯერ კიდევ რვა საუკუნის წინ, ჩემთვის ყველაზე დიდმა ფემინისტმა – შოთა რუსთაველმა ჩამოაყალიბა. ჩემთვის მეორე დიდი ფემინისტი მამაკაცი – მამაჩემია, რომელსაც „ვეფხისტყაოსანი“ არ დაუწერია, მაგრამ სიყვარულით მანებივრებდა და მაძლიერებდა. როცა გიყვარს – თანასწორად აღიქვამ, ანგარიშს უწევ და „ოქროს თევზს“ მისი ნატვრის შესრულებას სთხოვ.

როგორც ჩანს, სიყვარული გვაკლია… მამაკაცებო, არ შეგეშინდეთ. იყავით ძლიერები. იყავით ფემინისტები. ეს არ არის სირცხვილი – ეს ქათინაურია.

„ოქროს თევზო, ლურჯი ზღვის,
ჩემს მეუღლეს, ილსებილს
სურს, რაც არ მსურს მე, მის ქმარს,
აუხდინე ნატვრა მას.“

„გზა შუქურისკენ“, ვირჯინია ვულფი

კომენტარები

კომენტარი