POST-NETWORK

POST-NETWORK

ვინ ყვებოდა, არ მახსოვს ახალი “რომეო და ჯულიეტა” რომ გამოვიდა, კინოში წავედიო, ფინალისკენ, უკნიდან ჩურჩული მოისმა, – აუ, ნეტა მიუსწროსო.
ყველას გაეცინა.
მე, რატომღაც, ბედნიერი მგონია ადამიანი, “რომეო და ჯულიეტას” ფინალი რომ არ იცის. და რაც უფრო გვიან გაიგებ სიყვარულისთვის მკვდარი პირველი თინეიჯერების ამბავს, მით უკეთესია. არც ის ადამიანი მახსოვს… ყვებოდა: რომეოს მობილური რომ ქონოდა, ასე ხომ არ დასრულდებოდა ეს ამბავიო?! სამაგიეროდ, არ მავიწყდება ინტერნეტში ნაპოვნი ერთ–ერთი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის სარეკლამო იმიჯის წარწერა: “რომეოს სჯერა, რომ ჯულიეტა მკვდარია. ჯულიეტა კვდება, რადგან რომეოს გონია, რომ ის მკვდარია. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია” ასეა ადამიანების ისტორიებს დრო და ეპოქა განსაზღვრავს.

“Post-network” ხანამ ყველა ჩვენგანზე იქონია გავლენა. ერთი შეხედვით, გააადვილა არებობა, კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლის ტექნოლოგია. ჩაგვითრია რაღაც სასიამოვნო თამაშში და აქედან გამოსვლა აღარავის უნდა. იქნებ ეს ბედნიერების გარანტიაა? იქნებ დავიბრუნეთ სამოთხე?

კომენტარები

კომენტარი