რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

ადვილია ახალგაზრდების მოტყუება!
მით უფრო – თინეიჯერების…
ადვილია მიაჩეჩო მოუწესრიგებელი ქვეყანა და ქაოტური სისტემა. მიაჩეჩო და შემდეგ აკრძალვების ენით ელაპარაკო.
ადვილია ახალგაზრდები გასართობი სივრცეების, საცურაო აუზების, სპორტის მოედნების გარეშე დატოვო და მაინც ჯანმრთელი ცხოვრების წესს თხოვდე მათ. ეძახო უწიგნური და გაუნათლებელი, მიუთითებდე ობმოდებულ საგვარეულო ბიბლიოთეკაზე, იმ სახლებში, სადაც წიგნს და წიგნის კარადას ხშირ შემთხვევაში დეკორის ფუნქცია ჰქონდა…
ადვილია უსაფრთხო სექსზე „ფლაერების ენაზე“ ესაუბრო, როდესაც ამ თემაზე
სკოლაში არაფერი უთქვამთ მათთვის. პრეზერვატივი კი ძვირია.
დატუქსო ნაადრევად შექმნილი ოჯახის გამო, მაშინ, როცა თავისუფალ ურთიერთობას მენტალურად უკრძალავ.
ადვილია ახალგაზრდების მოტყუება და ზრდასრულობამდე ოცნების რეჟიმში
მიყვანა. იმისთვის, რომ საზოგადოების ყველაზე მეამბოხე ნაწილი იყოს
მართული და პრობლემებს არ ქმნიდეს.
თუ საქმეს დაჭირდა, ეს ახალგაზრდები ბრძოლის ველზე უნდა გამოცხადდნენ.
ომია!
ვინც გადარჩება, ზრუნვა და ხელშეწყობა ჭირდება, მაგრამ ასეთი სამსახურები,
როგორც წესი ფორმალურია. მათი ფუნქცია – აბსტრაქტული.
თინეიჯერი მეფეების ქვეყანაში თინეიჯერებს სერიოზულად არ აღიქვამენ.
არადა, რა ბრწყინვალეა ამ დროს დაწერილი, დახატული, ნათქვამი და
ნაგულისხმები.
რა გულწრფელია მიჯნურობა, როცა ახალგაზრდა ხარ!

კომენტარები

კომენტარი