რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

დილით, ასე 8 საათისთვის, ძილ-ბურანში მესმოდა: ზარის შემორეკვის, ძაღლის ყეფის და მეზობელი ქალების ხმა. ნაგვის მანქანას გივი მართავდა. ქალების ჩაცმის სტილი მკაცრად დაცული იყო: ვარდისფერი ხავერდისა და ბამბაზიის ხალათი, კიმონო. ფერად-ფერადი ვედროები.
რაღაც დროს ხმა გავარდა, გივი მოკვდაო. მერე ომი დაიწყო, კონცეპტუალური ნაგვით გაივსო ქუჩებიც და ადამიანების გულებიც. ნაგავი ჩვენი ლანდშაფტების განუყოფელი ნაწილი გახდა.
მერე ეს ლანდშაფტებიც შეიცვალა. ნაგავი გაიტანეს… ევროპაში ნასწავლი ახალგაზრდები სამშობლოს დაუბრუნდნენ. აქა-იქ კარგი ყავის სურნელი დადგა. ჩვენს ცაზე საერთაშორისო ავიაკომპანიების ხომალდებმა ფრენა დაიწყეს.
მაგრამ ნაგვის სუნმა სხვა ადგილებში გადაინაცვლა! მაინც გამოჟონა… გაჯდა. შეერწყა ჰაერს, ექსტერიერებს, ჩვენს ყოველდღიურობას. ნაგავი შეგვიყვარდა. ნაგავს ვერ ვიყოფთ. ნაგვისთვის ვიბრძვით.
არადა, თითქოს ჩვენ „ვოცნებობდით სხვა წვენების ადუღებაზე“.

კომენტარები

კომენტარი